ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედოევი: გენოციდის აღიარებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

31 ოქტომბერი, 2017 • 5808
მედოევი: გენოციდის აღიარებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

“სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა აღნიშნულმა საკითხმა სხვადასხვა დონეზე წინ წამოიწიოს”,  – ამბობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

“ოს ხალხს არაერთხელ მოუწია საკუთარ თავზე ეწვნია გენოციდი. საჭიროა ფილმების გადაღება, წიგნების დაწერა, რათა ყველამ გაიგოს, რა ხდებოდა. ბევრმა, მათ შორის ევროპაშიც არ იცის ეს.  ამის შესახებ არ წერდნენ გაზეთებში საბჭოთა პერიოდის დროს, ოსი ხალხის ტრაგედიის შესახებ აკრძალული იყო საუბარი. თუმცა ჩვენი ხალხის მეხსიერებაში 1920 წლის გენოციდი მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მაშინ დაახლოებით 40 ათასი მცხოვრები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, ხუთ ათასზე მეტი მოკლეს. პრაქტიკულად მთელი ოსეთი ქართველი ნაციონალისტების მიერ იყო გადამწვარი. სამწუხაროდ, ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განმეორდა. თუმცა, ჩვენი ხალხის მამაცობისა და რუსეთის დახმარების წყალობით, რესპუბლიკა გადარჩა და დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვა”.

მედოევი ამბობს, რომ მათი საგარეო უწყება ცდილობს სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტების დამყარებასა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ინტერესის აღძვრას.

“ჩვენი ქვეყნით დაინტერესების შემთხვევაში, ისინი დაიწყებენ ჩვენზე ინფორმაციის მოძიებას და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მათ სამხრეთ ისეთის შესახებ საჭირო რაოდენობის მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი