ახალი ამბები

ძიძიგური: ლოგიკურია, დეპუტატებმაც ნახონ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები

21 ივნისი, 2013 • 1000
ძიძიგური: ლოგიკურია, დეპუტატებმაც ნახონ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრები

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პოლიტიკური განსჯის საკითხია, უნდა ნახონ თუ არა აღნიშნული მასალა დეპუტატებმა. 

 

“თუ დიპლომატიურმა კორპუსმა ნახა, თუ ჟურნალისტებმა ნახეთ, ლოგიკურია კითხვა დაისვას, რომ დეპუტატებმა რატომ არ უნდა ნახონ. მე პირადად არავითარი სურვილი არ მაქვს ამ მასალის ნახვის, ისედაც მჯერა, რასაც ამბობენ.

 

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხსიმგებლობის საკითხი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ძიძგურმა აღნიშნა, “მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ადამიანები თავსით ვერ გაბედავდნენ ამას. მე ვფიქრობ, რომ გამოძიების შემდეგ ეს მივა ძალიან მაღალ თანამდებობებამდე.”

 

ძიძიგურის თქმით, უნდა დადგეს ყველა იმ  მაღლი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა იმის დაცვა, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარიყო:

 

“მიხეილ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ახსენოს სხვა გვარები და დაიწყოს გადაბრალება სხვებზე, პოლტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ იცის, ეს იყო ვერტიკალი, სადაც ყველაფრის შეთანხმება ხდებოდა ვანო მერაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და ასე შემდეგ,”– განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ჩხატარაშვილისა და ქარდავას გვარების დასახელება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო. 

 

ზვიად ძიძიგური ადამიანების წამების ამსახველი კადრების განადგურების საკითხსაც შეეხო:

 

“კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ ამ კომისიის გადაწყვეტილებას ვენდობით. თუ გადაწყვიტა, რომ რაღაც მოსაზრებით, ცოტა ხნით არ უნდა განადგურდეს კადრები. ეს მასალა არსებობს მაქსიმუმ 9 წელი და მინიმუმ ერთი წელი. ერთი კვირა და ორი კვირა, განადგურდება თუ არა, ამით, მე ვფიქრობ, თვისობრივად არაფერი იცვლება.” 

 

აქამდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, პირადი ცხოვრების შესახებ ფარული მასალები, რომელიც 52 დისკზეა ჩაწერილი, კვირას, 23 ივნისს, 15:00 საათზე საჯაროდ უნდა გაანადგურონ. 

 

კომისიის წევრთა თქმით, ამ დროისთვის სამინისტროში ფარული მიყურადების შედეგად დაგროვილი 12 888 ფაილი ინახება, რომელიც 300-ზე მეტ დისკზეა ჩაწერილი. აქედან მხოლოდ 52 დისკი უნდა განადგურდეს კვირას, რომლებზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებია შენახული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი