20 ივნისს თბილისში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე ანა აზნაურაშვილმა საყვედური გამოთქვა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით, რომელთან შეხვედრასაც ის, მისვე თქმით, რამდენიმე თვე ცდილობდა.
ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა, ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისათვის მსჯავრდებული საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლდა.