ახალი ამბები

პანკისში კლდიდან კაცი გადავარდა

28 ოქტომბერი, 2017 • 1698
პანკისში კლდიდან კაცი გადავარდა

დღეს, 28 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში კლდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს.

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას ითხოვდა.

შსს-ს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

შსს-ს ცნობით, დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახმეტიდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი