ახალი ამბები

ონოფრიშვილი: პარლამენტში დეკემბრის შემდეგ პრემია არ გაცემულა

19 ივნისი, 2013 •
ონოფრიშვილი: პარლამენტში დეკემბრის შემდეგ პრემია არ გაცემულა

დავით ონოფრიშვილის განცხადებით, 2013 წლის იანვრიდან– მაისის ჩათვლით პარლამენტის თანამშრომლებს პრემია არ მიუღიათ:

 

„პრემიების გაცემის ის სისტემა, რაც  „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა, წლის ბოლოს დასრულდა და დაიწყო ახალი საბიუჯეტო წელი. ვთვლიდით, რომ ეს იყო მახინჯი სისტემა და რომ პრემიებით უფრო მეტი თანხის გადახდა ხდებოდა, ვიდრე ხელფასი იყო. საერთოდ, პრემირება არის სრულიად სხვანაირი გაგაება. ეს არის ადამინების ფინანსური წახალისება სხვადასხვა ფულადი ოდენობით. პრემიები გაიცემოდა ყველა უწყებაში და მათ შორის პარლამენტშიც  გაიცემოდა ერთნაირად. ღებულობდა ყველა და ერთნაირად. შინააარსი და ფუნქცია ჰქონდა დაკარგული“.

 

დავით ონოფრიშვილი
დავით ონოფრიშვილი

ონოფრიშვილის განცხადებით, პრემიების გაცემა ავტომატურად იყო განსაზღვრული:“ თუ ხელფასი იყო რაღაც რაოდენობა, დაახლოებით იგივე პრემია შეიძლებოდა მიგეღო. პარლამენტმა 1 იანვრიდან შეცვალა ეს სისტემა. ჩვენ მხოლოდ დავიტოვეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც პარლამენტარს ეძლევა. პარლამენტარს იგივე აქვს ხელფასი. წარმომადგენლობითი ხარჯი გაიზარდა. სულ რომ არ იყოს პრემია, ეს არასწორია. ალბათ წელიწადში ერთხელ უნდა გაიცეს. რაც შეეხება სამინისტროებს, იქ სხვადასხვანაირად არის ეს სქემა შედგენილი.  ამის დარეგულირებაზე მუშაობს მთავრობა. რადგან იერარქიულად ისე არ გამოდიოდეს, რომ სამინისტროში საშუალო დონის მენეჯმენტს ჰქონდეს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოდგილეს.“

 

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ეს საკითხი წლის განმავლობაში დარეგულირდება, რაომ მომავალ წელს უფრო სრულყოფილი სისტემა იყოს როგორც წარმომადგენლობითუ ხარჯების, ისე პრემიების და ხელფასების მხრივ.

 

„წინა წლებში მინისტრები და დეპუატტები ბიზნესკლასით მგზავრობდნენ. სასტუმრობის ხარჯებიც მაღალი იყო. ეს ასე არ არის, ჩვენ ვმგზავრობთ ეკონომკლასით და ხარჯებიც ზუსტად არის გაწერილი. ახალმა პარლამენტმა რადიკალურად შეცვალა მიდგომები, დეკემბრის შემდეგ პრემია არ გაცემულა. პარლამენტში პრემიები გაიცემა აპარატის თანამშრომლებზე. ამას მე ვწყვეტ ჩემს კომიტეტში, ვისზე რამდენი პრემია უნდა გავცეთ. პრატიკულად ყველამ სხვადასხვა პრემია მიიღო დეკემვერში შესრულებული სამუშაოს მიხედვით“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.     

 

მისი თქმით, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მან პრემია ბოლოს აიღო 2012  დეკემბერში დაახლოებით 2 500 ლარის ფარგლებში.

 

პრემიების თემაზე მცირე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუშავილმა: “პრემიების გაცემა ფინანსთა სამინისტროში ალბათ იგივე სტრუქტურით ხდება, როგორც სხვა სამინისტროებში. საიას ინფორმაციას უფრო დეტალუარდ გავეცნობი. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები თავის თანამშრომლებზე, უწყების ხელმძღვანელი- თავის მოადგილეებზე.”

 

თაბუაშვილის განცხადებით, მან ბოლო პრემია იყო დეკემბრის თვეში, თუმცა რაოდენობა არ ახსოვს.   

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესი გამოიკვლია. კვლევამ აჩვენა, რომ პრემიები უმეტესად დაუსაბუთებლად გაიცემა, ხოლო პრემიის რაოდენობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან  2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდს მოიცავს, საიამ გაცემული პრემიების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამინისტროებიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და პარლამენტიდან გამოითხოვა.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე თავდაცვის სამინისტროში, ჯამში, გაიცა 5 663 731 ლარი პრემიის სახით, პარლამენტში – 3 041 492 ლარი, ფინანსთა სამინისტროში – 1 537 315 ლარი.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრემიების გაცემის წესი დაურეგულირებელია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების პირობებში და აუცილებელია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს:

 

“ჯერჯერობით ეს პრობლემა ისევ ისე რჩება, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ წინა წლებში გვახსოვს მაგალითები, როდესაც ჯერ საქმე არ იყო გაკეთებული და პრემიას მანამდე იღებდნენ საჯარო მოხელეები, საია ამ საკითხებზე რამდენიმე წელია მუშაობს და ეს გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ამ საკითხს სათანადო სამართლებრივი რეგულაციები აუცილებლად ჭირდება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, საიას მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეცემათ

მასალების გადაბეჭდვის წესი