ახალი ამბებირეკლამა

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადაეცა

27 ოქტომბერი, 2017 • 1365
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 240  დევნილ ოჯახს გადაეცა

240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში დაუკანონდებათ.

2012 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 15 800 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი