ახალი ამბები

საყოველთაო ნათლობა ბათუმში [Video]

19 ივნისი, 2013 • 1144
საყოველთაო ნათლობა ბათუმში [Video]

რეგისტრირებულ ნათლობის მსურველთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო. ზუსტი ციფრი ამ დროისთვის უცნობია, რადგან მოსანათლად ბევრი ისეთი ადამიანი მივიდა, რომელიც არ იყო წინასწარ რეგისტრირებულთა სიაში.

 

მოსანათლად მისულ პირთა შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ასევე, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი ჩარკვიანი. საყოველთაო ნათლობაზე თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იყო მისული. მათ შორის, ახალშობილები. 

 

საყოველთა ნათლობა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სახელით ჩატარდა. მსგავსი ნათლობა ორშაბათს ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, სადაც 1500-მდე ადამიანი მოინათლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი