ახალი ამბებირეკლამა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ტყის აღდგენის პროექტზე სამუშაო შეხვედრა გამართა

24 ოქტომბერი, 2017 • 1997
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ტყის აღდგენის პროექტზე სამუშაო შეხვედრა გამართა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტის განხილვაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.  ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა, სადაც გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად განიხილეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველადი გეგმა, ტექნიკური პირობები და მონიტორინგის პრინციპები.

მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულ  ტექნიკურ დავალებაში გათვალისწინებული იქნება სამუშაო შეხვედრაზე განხილული ყველა რეკომენდაცია. მრგვალი მაგიდის მონაწილეეები იყვნენ: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, ეკოვიჟენი, CENN, GMG – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვის სამინისტრო.

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დღიდან ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად საკითხის შესწავლა და რეაბილიტაციის შესაძლო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა.

 მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კომპანია „m2 უძრავი ქონება“, მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი