ახალი ამბები

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილისიმარათონის ბავშვთა გარბენი გაიმართა

23 ოქტომბერი, 2017 • 1534
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილისიმარათონის ბავშვთა გარბენი გაიმართა

22 ოქტომბერს, გაიმართა თბილისიმარათონი, რომელშიც 2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო გარბენში 600- მდე უცხოელმა, ბავშებმა და მოზრდილმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვთა გარბენი ვითიბის მხარდაჭერით ჩატარდა.

მარათონი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება.  თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. ვითიბი ბანკი წელს პირველად გახდა თბილისიმარათონის პარტნიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი