ახალი ამბები

ადვოკატი: კაზინო “აჭარას” ყოფილი პოლიტპატიმრისთვის 2,4 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

13 ივნისი, 2013 •
ადვოკატი: კაზინო “აჭარას” ყოფილი პოლიტპატიმრისთვის 2,4 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

მისი თქმით, მოსამართლე დიანა ბერიკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩიღვინაძის მოთხოვნა, რომელიც “აჭარასგან” უფრო დიდ თანხას ითხოვდა.


“ჩვენი მოთხოვნების ნაწილზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულია და 3–წლიანი ვადაა გასული. მთლიანობაში ჩვენ მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან სასამართლომ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა”.

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

ადვოკატის განცხადებით, ჩიღვინაძემ, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს და წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, 2009 წლის 21 იანვარს კაზინო “აჭარას” გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც სესხის სახით გადასცა 1,5 მილიონი აშშ დოლარი.

“სესხი სარგებლიანი იყო, ანუ პროცენტი უნდა გადაეხადათ მათ ყოველთვიურად და ხელშეკრულება იყო აღებული 1 წლის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება კაზინო აჭარამ არ შეასრულა. 2011 წლის ცნობილი მოვლენების დროს ივა ჩიღვინაძე დაპატიმრებული იყო და გათავისუფლების შემდეგ, 2013 წლის 18 იანვარს შევიტანეთ ჩვენ სარჩელი. აქამდე გრძელდებოდა ეს პროცესი”.

მისივე თქმით, კაზინო აჭარას დაეკისრა სესხის ძირითადი ნაწილის, 1,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა და ამავე დროს დაეკისრა ჯარიმები, რამაც მთლიანობაში დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ადვოკატის მტკიცებით, აჭარას ყოველდღიურად დაეკისრება 749 დოლარის გადახდა ჩიღვინაძის სასარგებლოდ, სანამ კაზინო მას ზემოხსენებულ თანხას სრულად არ გადაუხდის.

 

პოლიტპატიმრის, ივა ჩიღვინაძის სარჩელის მიხედვით, სააღმსრულებლო ბიურომ კაზინო „აჭარის“ უძრავი და მოძრავი ქონება 2013 წლის 6 მარტს დააყადაღა.

 

“ჩვენთვის გამაოგნებელია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მანამდე პოზიცია იყო საკმაოდ მყარი და არავითარ შემთხვევეში ეს არ უნდა დაკისრებოდა კაზინო “აჭარას”, რადგან ეს სხვისი ვალდებულებაა. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით ამ გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ მის გაუქმებას” – განიუცხადა “ნეტგაზეთს” დავით იაკობაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. 

გაბუნიას განცხადებით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც “გალფის” მსხვილი აქციონერია, კაზინო “აჭარაში”  სოლიდურ წილს ფლობს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი