“ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ახალ შრომის კოდექსს. მიუხედავად წარმოუდგენელი, ენით აუწერელი ბრძოლისა, რაც იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტს, მთავრობას გადახდა, ეს იყო 2 ოქტომბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რადგან იყო მწვავე აზრთა ჭიდილი პროფკავშირებს, ბიზნესს, მთავრობას და პარლამენტს შორის. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გაცილებით უკეთესი ტექსტი, ვიდრე ნაციონალების შრომის კოდექსია და ჩვენ მივეცით მინიმალური გარანტიები დასაქმებულებს, მათ შორის, პირველ რიგში, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ.
ჩვენი მომავალი მიზანია ქალთა უფლებების საკითხი შრომით ურთიერთობებში, ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.