რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, თბილისში მერის არჩევნებში კალაძემ გაიმარჯვა

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ ხმათა 54% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა – 16%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა – 15%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ- 7%; პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა – 3%, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა კახა კუკავამ – 2%; ახალი საქართველოს კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ – 2%, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა გიორგი გუგავამ – 1%.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები - საბოლოო

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები – საბოლოო

პარტიების შედეგი კი ეგზიტპოლის მიხედვით ასეთია: ქართული ოცნება – 57%; ენმ – 17%; ევროპული საქართველო – 9%, სპა – 5%.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები - საბოლოო

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები – საბოლოო

ედისონ რისერჩმა დღეს თბილისსა და ქუთაისში ჩაატარა ეგზიტპოლები „რუსთავი 2″-ის დაკვეთით. ეგზიტპოლის ცდომილება +/-3%-ია.

„რუსთავი 2″-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლები 2010 და 2012 წლების არჩვენებზეც ჩაატარა.

2010 წელს Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანიების, ”იმედის” და ”რუსთავი 2″ -ის დაკვეთით ჩაატარა. 12.951 გამოკითხულიდან 51 % -მა უარი განაცხადა პასუხზე. შედეგებში პასუხზე უარის გათვალისწინებით ცდომილება, Edison Research-ის მიხედვით, +/-2% უნდა ყოფილიყო.

ცდომილება ცესკოს და ეგზიტპოლის მონაცემებში  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიორგი უგულავას შემთხვევაში 4.77% იყო. ირაკლი ალასანიას შემთხვევაში თითქმის ემთხვეოდა მონაცემი და  2%-იანი ცდომილების გათვალისწინებით 2.05% იყო, ხოლო ზვიად ძიძიგურის შედეგები არჩევნებში  Edison Research ცდომილების პროცენტზე  0.31%-ით მეტი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი