პარტია “ახალი საქართველოს” აქტივისტს დღეს თბილისში, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ აქტივისტი გიორგი ვაშაძის საარჩევნო ფლაერებს არიგებდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *