ახალი ამბები

ანონსი – 17 ოქტომბერი

17 ოქტომბერი, 2017 • 1791
ანონსი – 17 ოქტომბერი

10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობისკუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი:  სასტუმრო „რუმსი“, კოსტავას ქუჩა # 14 , თბილისი.

11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ფოთის ცენტრალურ ოფისში, (მის: გორგასლის #24) მერობის კანდიდატის ვახტანგ არცმელიძის ბრიფინგი. თემა: კორუფცია ფოთის მერიაში.

11:00 საათიდან გაიმართება აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.

11:00 საათზე ქორთიარდ მარიოტში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,,მსოფლიო სურსათის დღე“-ს აღნიშნავენ. 

12:00 საათზე ევროპული საქართველოს პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე აფხეთიდან გადმოსვენებულ გმირის სამოქალაქო პანაშვიდზე პატივს მიაგებს.

13:00 სთ-ზე  – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ადგილი: სობჩაკის 3.

14:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ახალ სერვისცენტრს  გახსნის, სადაცადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებასშეძლებს.

15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

15:30 საათზე, ქ.ზუგდიდში  კომპენსაციის  მოთხოვნით “ევროპული საქართველოს” აქცია-მსვლელოა გაიმართებათემა – ‘’არა პრემიებს! დახმარება ხალხს! ერთად გავაპროტესტოთ მთავრობისუმოქმედობა. მის : ზუგდიდი, მე 2 საჯარო სკოლის მიმდებარედ .

18:00 სთ-ზე  – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ადგილი: სოლოლაკის ქუჩა.

18:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi გაიმართება საქართველოს ბანკის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან ბანკის კლიენტები მცირე და საშუალო ბიზნესი მიმართულებიდან. ღონისძიების მიზანია, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა გაუზიარონ გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი