ახალი ამბები

შსს–მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

11 ივნისი, 2013 • 1043
შსს–მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულმა 2011 წლის 29 იანვარს წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ჯიმშელეიშვილს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საბა კ. ძებნილად გამოცხადდა და იმავე წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

სამართალდამცველებმა ძებნილი მიმდინარე წლის 9 ივნისს ხაშურის რაიონის სოფელ გომში დააკავეს. საბა კ. ამ დროისთვის ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი