ახალი ამბები

პრეზიდენტის ინიციატივით უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ გაიმრთება

10 ივნისი, 2013 • • 1025
პრეზიდენტის ინიციატივით უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ გაიმრთება

“საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა სამშაბათს, 11 ივნისს, 18 საათზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. სხდომაზე აისაფის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობას პრემიერ–მინისტრი. როგორც “ნეტგაზეთს” პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმანჯიშილმა განუცხადა, ისინი ბიძინა ივანიშილის გადაწყვეტილებას ხვალ დილით გაახმაურებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი