ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა

15 ოქტომბერი, 2017 • 1542
“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა

 

“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. კვირიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ტყემალაძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს საქმიანობაში.

მარცხნივ გიორგი ალიბეგაშვილი, მარჯვნივ - გიორგი ტყემალაძე

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.  აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი ტყემალაძე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი