ახალი ამბებისაზოგადოება

“ღმერთი არ მოითხოვს სისხლიან მსხვერპლს” – ცხოველთა დამცველების პროტესტი პატრიარქის განცხადებაზე[ფოტო/ვიდეო]

15 ოქტომბერი, 2017 • 7965
“ღმერთი არ მოითხოვს სისხლიან მსხვერპლს” – ცხოველთა დამცველების პროტესტი პატრიარქის განცხადებაზე[ფოტო/ვიდეო]

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებისას გაკეთებული განცხადება, რომელიც თითოეული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვას ეხებოდა, ცხოველთა დამცველებმა კვირას თბილისში მსვლელობით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები  ჯერ მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ილია მეორის ეს განცხადება ცხოველთა მსხვერპლშეწირვისა და რიტუალური მკვლელობის პრაქტიკას ახალისებს. “არა ცხოველთა მსხვერპლშეწირვას”, “არა ცხოველთა რიტუალურ მკვლელობას”, “ღმერთი არ ითხოვს სისხლიან მსხვერპლს!” – ეწერა შეკრებილთა ტრანსპარანტებზე. მათ ხელში ეჭირათ ბანერებიც, რომლებზეც მსხვერპლშეწირვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ამონარიდები იყო წარმოდგენილი ახალი აღთქმიდან.

“ვაპროტესტებთ ცხოველთა რიტუალურ მკვლელობებს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა კეთდება მოწოდებები ცხოველთა მკვლელობებისკენ. ეს არის ბარბაროსული ტრადიცია, რომელსაც ქრისტიანობა ეწინააღმდეგება. არ უნდა ისმოდეს მოწოდებები მსგავსი ქმედებების ჩადენისკენ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი კიკილაშვილმა.

ცხოველების უფლებადამცველთა თქმით, ისინი მიესალმებიან საპატრიარქოს სურვილს, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ დახმარებისთვის ცხვრების შეწირვის გარდა, სხვა გზაც არსებობს.

“ჩვენ გარკვეული პერიოდით ადრეც გავაპროტესტეთ ცხოველთა რიტუალური მკვლელობები და მოვუწოდეთ საპატრიარქოს, დაეფიქსირებინა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუმცა ვხედავთ, რომ პატრიარქმა კვლავ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ სამი ცხვარი უნდა იყოს შესაწირი ადამიანების მხრიდან, რომლითაც დავეხმარებით გაჭირვებულებსო. ჩვენ სისხლიან მსხვერპლს არ ვემხრობით. ახალი აღთქმისეული ეკლესია ეწინააღმდეგება სისხლიან მსხვერპლს.
…ჩვენ არ გვინდა, დღევანდელ აქციას დაედოს ისეთი ფონი, თითქოს ვეგანები და ვეგეტარიანელები მოვუწოდებთ ადამიანებს იმისკენ, რომ შეწყვიტონ ხორცის ჭამა. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია ის, რომ გავაპროტესტოთ არაქრისტიანული და არამართლმადიდებლური რიტუალი. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად მიირთმევენ ხორცს და მათთვის, როგორც მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია პატრიარქის მოწოდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიკა ბაციკაძემ.

ცხოველთა უფლებების დამცველები აპროტესტებენ პატრიარქის განცხადებას. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

8 ოქტომბერს, ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ მრევლს შესთავაზა, “გვარების გასაძლიერებლად” დაწესდეს სპეციალური ლოცვები, შესაწირი კი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებულებს მოხმარდებათ.

“შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს”, – აღნიშნა მან.

საზოგადოებაში გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება”.

ცხოველების მსხვერპლად შეწირვის ფაქტები კულტურისა თუ რელიგიური ნიშნით ცხოველთა დამცველებს აქამდეც არაერთგზის გაუპროტესტებიათ. სხვადასხვა დროს, მოქალაქეების მიერ მსგავსი პრაქტიკის აღკვეთის მოთხოვნით პეტიციებიც გავრცელდა. 2013 წელს მიმართვის ადრესატი კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო, 2014 წელს კი, 8, 647-მა ხელმომწერმა იმავე თხოვნით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი