ახალი ამბები

დარჩიაშვილი: ემოციური გადაწყვეტილების მიღება დაანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს

7 ივნისი, 2013 • 993
დარჩიაშვილი: ემოციური გადაწყვეტილების მიღება დაანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს

როგორც დარჩიაშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ვიდეო წინასწარ ყოფილიყო გაკეთებული:

 

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

“სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ჩანს, რომ ეს არის ტელეკომპანია “პიკის” მიერ თავის დროზე გადაღებული შავი მასალის დამონტაჟებული ვერსია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამოძიების საგნად უნდა იქცეს,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

იგი ამბობს, რომ მას ესმის ის ემოცია, რაც ზოგიერთმა მოქალაქემ ავღანეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოთქვა და ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის პროცესის დაწყება მოითხოვა:

 

“მე მესმის ეს ემოცია, უზარმაზარი ტრაგედია მოხდა, ბუნებრივია, ყველა ნორმალური ადამიანი ამ ტრაგედიით იქნება განმსჭვალული და სამძიმრის მეტი ახლა არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ თუ დავუბრუნდებით გეოპოლიტიკას და ქვეყნის ეროვნული ინეტერესების სტრატეგიას, ემოციური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დაანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს”.

 

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა  დაიჭრა. 5 ივნისს კი გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით – “თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”. ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი