ახალი ამბები

პრემიერი: ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე

6 ივნისი, 2013 • • 960
პრემიერი: ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე

“უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა.   დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე –  კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი და პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი მოყოლილია ნანგრევებში და ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე.  დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ მთელ საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს”, – აცხადებს პრემიერი.

მომხდარის გამო მწუხარება პრეზიდენტმაც გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი