ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე: ილია II-ის მკვლელობის მომზადების აღიარებას მთხოვდნენ

11 ოქტომბერი, 2017 • 3971
დეკანოზი მამალაძე: ილია II-ის მკვლელობის მომზადების აღიარებას მთხოვდნენ

დეკანოზი გიორგი მამალაძე “ნანუკას შოუში” მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებასა და დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გამოყვექნებით მის კომპრომეტირებასა და  მისი მეშვეობით მიტროპოლიტ დიმიტრისთვის და იოსებ ოხანაშვილისთვის მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეობის დაბრალებას ცდილობდნენ.

“საკითხი სულ სხვანაირად იდგა, საკითხი იყო ჩემი ე.წ. ფარული ჩანაწერებით ცდილობდნენ კომპრომეტირებას. მათ იფიქრეს, რომ მე შემაშნებდნენ, გამტეხავდნენ. ჩემი მეშვეობით, მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების, მეუფე დიმიტრის, იოსებ ოახანაშვილის, ამ თითქოსდა მოგონილ საქმეში თანამონაწილეობის დამტკიცებას, რაც მათ ვერ მიიღეს.  მათ შური იძიეს იმაზე, რომ რაც დაგემილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს და ხელი შემაწმინდეს. “- განაცხადა მამალაძემ

გარდა ამისა, დეკანოზი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას, მისივე ადვოკატების თანდასწრებით, არაერთხელ სთხოვდნენ ეღიარებინა არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

“მე ვიცი, რომ დაკავების მომენტიდან, აეროპორტში რომ გამიტაცეს, პროკურატურაში მიყვანიდან, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას ღებულბოდნენ მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი. იმის მიუხედავად, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული ბრალად, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება. ესენი იყვნენ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ. მე არ ვიცი, რომელ ორგანოს წარმოადგენენ, ეს იყო ის ხუთი პიროვნება, რომლებმაც აეროპორტიდან გამიტაცეს. ხუთიდან ერთ-ერთი მთხოვდა ყოველივე ამას.” – აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


მასალების გადაბეჭდვის წესი