ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

11 ოქტომბერი, 2017 • 1406
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა.

კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა  2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილია:

[checklist]

  •  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისპროექტზე (01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ( 9.10.2017) განხილვა.
  •  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
  • [/checklist]

პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით 10 ოქტომბერს მიმართეს.

 

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვეტო დაადო  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი