აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დავით კიკუტაძის თქმით, აღნიშნული აქცია ფეისბუქის საშუალებით დაიგეგმა.
“დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მართავენ სტუდენტთა საინიცატივო ჯგუფები აქციას. გადავწყვიტეთ, არც ჩვენც ჩამოვრჩენილიყავით სტუდენტთა პროტესტს. დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-სოციალური ვითარების და დასაქმების პრობლემის ფონზე ხელისუფლება აუქმებს სტიდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამას. ეს არის შემაშფოთებელი,”- აცხადებს აქციის მონაწილე.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე ხორციელდებოდა და მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
