ახალი ამბებიხელოვნება

ქართველი მოდელი თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობს

2 ოქტომბერი, 2017 • 6018
ქართველი მოდელი თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობს

დღეს, 2 ოქტომბერს, ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ პარიზის მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხული 2018 ვალენტინ იუდაშკინის (Valentin Yudashkin) ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. თათია ასევე გამოვიდა ენდრიუ ჯი-ენ-ის (Andrew GN) და პასკალ მილეს (Pascal Millet) ჩვენებებში.

თათია ახალაიამ შოუების წლევანდელი სეზონი ნიუ იორკის და მილანის მოდის კვირეულებით დაიწყო, სადაც წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან რობერტო კავალი (Roberto Cavalli), ემილიო პუჩი (Emilio Pucci), სტელა ჯინი (Stella Jean), ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი (Kate Spade), ჯონათან სონდერსი ( Jonathan Saunders) და გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).

თათია ახალაია საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის, Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.

თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე ვალენტინ იუდაშკინის ჩვენებაში მონაწილეობს. ფოტო: IC Models

თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე ვალენტინ იუდაშკინის ჩვენებაში მონაწილეობს. ფოტო: IC Models

მასალების გადაბეჭდვის წესი