ახალი ამბები

3 ივნისს შსს მავთულხლართების საკითხთან დაკავშირებით დიპკორპის წარმომადგენლებს შეხვდება

1 ივნისი, 2013 •
3 ივნისს შსს მავთულხლართების საკითხთან დაკავშირებით დიპკორპის წარმომადგენლებს შეხვდება

“აღნიშნული  ქართულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა, ისევე როგორც ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ დარღვევისათვის რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ადგილობრივი მოსახლეების უკანონო დაკავების ფაქტები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2008 წლის ომის შემდეგ ქართული მხრიდან უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საკითხი”– ნათქვაია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრის შემდეგ, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების – ავთანდილ კვირიკაშვილისა და როსტომ სოსიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. 

 

შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ინსტალაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას 3 ივნისს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი