ახალი ამბები

პარლამენტმა ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

30 მაისი, 2013 • • 972
პარლამენტმა ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო 92  ხმით 24-ის წინააღმდეგ დაძლია, ხოლო “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტზე 92 ხმით 22-ის წინააღმდეგ. 

პირველი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიან ვადას უწესებს, ხოლო მეორე კანონპროექტი უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი