ახალი ამბები

ბესელია: სამართლიანია ადვოკატების გულისტკივილი

30 მაისი, 2013 • • 989
ბესელია: სამართლიანია ადვოკატების გულისტკივილი

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადვოკატთა კორპუსის პროტესტი სამართლიანია. მისივე თქმით, ის განსაკუთრებულად სოლიდარულია ადვოკატების მიმართ:

 

“ძალიან საყურადღებოდ მიმაჩნია. გასაგებია ის გულისწყრომა და ის გულისტკივილი, რომელსაც ადვოკატები გამოთქვამენ. მე პირადად 15 წელი ადვოკატი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი დაცვის მხარისათვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ უფლებას, რომლის ჩანაწერის ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი საპროცესო კოდექსში. დაცვის მხარის გათანაბრება ბრალდების მხარესთან არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ჩვენ ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით.

 

საკომიტეტო მოსმენას დავნიშნავთ უახლოეს დღეებში და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე განვიხილავთ შენიშვნებს. მე ვთხოვე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ჩემს კოლეგებს, რომ თვითონაც დაესწრნონ კომიტეტის სხდომას და წარმოადგინონ პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და  განსაკუთრებით სამართლიანია მათი გულისტკივილი და არ შემიძლია განსაკუთრებულად სოლიდარული არ ვიყო ჩემი კოლეგების მიმართ.”

 

ადვოკატთა კორპუსის აქცია პარლამენტთან დღეს, 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, პარლამენტმა აღნიშნულ კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.

ზაზა ხატიაშვილი ეკა ბესელია
ზაზა ხატიაშვილი ეკა ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი