ახალი ამბები

ხადურმა დააკმაყოფილა ებრალიძის განცხადება გადადგომის შესახებ

30 მაისი, 2013 • • 1146
ხადურმა დააკმაყოფილა ებრალიძის განცხადება გადადგომის შესახებ
 
“სამწუხაროდ, დავით ებრალიძემ სამუშაო პროცესში გამოთქმული ალტერნატიული მოსაზრებები ჩათვალა მისი პრინციპული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ და მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დაეთანხმა მის პირად განცხადებას გათავისუფლების შესახებ და კანონმდებლობის შესაბამისად, მისი განცხადება გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს”– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცახდებაში.    
 
დავით ებრალიძე
დავით ებრალიძე

 

დავით ებრალიძე, როგორც მინისტრის მოადგილე – საპარლამენტო მდივანი, კურირებდა საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებას და იყო დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 
 
 
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რეფორმების მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე, თუნდაც, მაღალი რანგის თანამდებობის პირზე. რეფორმები არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ძირითადი კურსი და სამინისტროში, ისე როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გაგრძელდება  რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომ ლიბერალიზაციას და დახვეწას, ასევე, დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფას, რათა ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს სრულყოფას და გადამხდელთა უფლებების დაცვას.
 

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ თანამდებობიდან გადაგომის შესახებ განცხადება სოცილურ ქსელ “ფეისბუკში”  გაავრცელა. 

 

“ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე,” – ნათქვამია ებრალიძის მიერ, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცახდებაში.

   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი