აღნიშნულ საკითხზე განცხადება მან დღეს, 30 მაისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“რამდენიმე დღის წინ გურჯაანის რაიონის რამოდენიმე სოფელში მოხდა საშინელი სტიქია, მოსახლეობა ნოლზეა დარჩენილი, სამწუხაროდ ეს ადამიანები ხელისუფლებისგან ვერ იღებენ პასუხს რას აპირებს ხელისფლება, გამგებლები და მისი მოადგილეები ამ ადამიანებს ცინიკურად ეპყრობიან და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით იფარგლებიან, ” – განაცხადა ღვინიავილმა.
მისივე მტკიცებით, პროკურატურა გასულ წელს სტიქიის კომპენსაციის თანხის გაფლანგვასაც არ იძიებს:
“ასევე მინდა განვაცხადო, რომ რამოდენიმე დღის წინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული შარშანდელი სტიქიის თანხებთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს რომ გურჯაანის რაიონის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი მას ავალებდა რომ არარსებულ ნაკვეთებზე მას გაეცა კომპენსაცია, გასაკვირია რომ პროკურატურას აქვს ეს ჩვენება და რეაგირებას არ ახდენს, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი.”