უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეის რეზოლუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ დაუშვებელია შერჩეული სამართლის გამოყენება და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები:
“ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ მისი პოლიტიკა ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გამოიყენა სპეციფიური პროცედურული წესი, რომლის გამოყენება შეუძლია დელეგაციებს, მხოლოდ ისეთი საკითხების დროს, რომლებიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს, იმისათვის რომ არ ჩაწერილიყო რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილის გვარი , მიუხედავად იმისა რომ პრინციპების დონეზე მაინც დაფიქსირდა ეს ყველაფერი. მინდა ავღნიშნო, რომ ხმების რაოდენობდა იყო 28 /18 ზე, “ქართული ოცნება” იყო სრულ უმცირესობაში, მაგრამ გამოიყენა ეს წესი. როგორც ჩანს “ქართულ ოცნებას” ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი ესმის, როგორც “ქართული ოცნების” ინტერესები, რაც, რა თქმა, უნდა საზიანოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ხელს უწყობს ძალიან სწრაფი ტემპებით ქართული ოცნების დისკრედიტაციას.”
შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, გამართა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ კომიტეტებზე, ბიუროზე და სხდომაზე ყველა საკითხი წარმატებით გაიტანა. დოლიძემ განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის არგასვლას მიანიჭა.