ახალი ამბები

ფოფხაძე: ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული

30 მაისი, 2013 •
ფოფხაძე: ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული

გედევან ფოფხაძის თქმით, როცა ვეტოს განხილვა დაიწყება კომიტეტებში, ასოციაციის ხელმძღვანელს – ზაზა ხატიაშვილსაც მოუსმენენ:

 

“პრეზიდენტის ვეტო დღეს არც ერთ შემთხვევაში არ განიხილება, 2 კვირის ვადა გვაქვს განხილვის. ჯერ უნდა განიხილონ კომიტეტებმა და, შესაბამისად, კომიტეტების დონეზე შეიძლება შეჯერება პოზიციების. ალბათ, თვითონ ზაზა ხატიაშვილიც მოვა კომიტეტზე, თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს და გამოსავალს ერთად ვიპოვით ისე, რომ ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.”

 

დღეს, 30 მაისს პარლამენტთან ადვოკატთა კორპუსის საპროტესტო აქცია გაიმართა. ადვოკატთა კორპუსი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებებს აპროტესტებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, პარლამენტმა აღნიშნულ კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი