ახალი ამბები

ადვოკატები: პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს

30 მაისი, 2013 • • 1185
ადვოკატები: პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს

“დღეს ადვოკატთა კორპუსმა დაიწყო უპრეცედენტო აქცია თავისი უფლებებისა და საზოგადოების უფლებების დაცვისათვის. ადვოკატები ჯერ ასეთი ერთსულოვნები არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთად დავდექით ჩვენი უფლებების დასაცავად. როგორ შეიძლება ადვოკატს შუამდგომლობის დაყენება აუკრძალო სასამართლოს წინაშე? ეს არის ფეოდალიზმი, ეს არის ბოლშევიზმი და ამ ეპოქაში დაბრუნება აღარა გვინდა. ადვოკატებს უნდა გვქონდეს ინფორმაციის გამოთხოვის უფლება, როგორც პროკურორებს. 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, ასევე, პარლამენტმა დამატებად შეიტანა 120-ე მუხლში მეათე პუნქტი, ჩვენ რომ მტკიცებულება ამოვიღოთ, გვქონდეს, პროკურორმა უნდა წაიღოს და გამოიკვლიოს, ეს არის მართლა ფეოდალიზმი და ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ“.

მისივე თქმით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ადვოკატები შიმშილობას დაიწყებენ:

“მე ღია წერილი მივწერე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, რომ კანონი მესამე მოსმენით არ მიეღოთ. მათ იცოდნენ ჩემი თხოვნა, რომ ეს იყო ფეოდალიზმის ხანაში დაბრუნება. დღეს მათ აქვთ უნიკალური შანსი, ვეტო არ დაძლიონ, გამოვიდნენ და თქვან, შეგვეშალა. თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, ჩვენ დავიწყებთ უპრეცენდენტო აქციას შიმშილობის. გუშინ ჩვენ სიები შევადგინეთ, რომელ დღეს ვინ შიმშილობს. სია დაახლოებით 3 წელზეა გაწერილი. პარლამენტი სანამ აქ იქნება, ქუთაისელი ადვოკატები იშიმშილებენ, თბილისში როცა გადმოვა, თბილისელები იშიმშილებენ.”

ადვოკატების აქცია პარლამენტთან
ადვოკატების აქცია პარლამენტთან

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს – კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე – მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს. 

პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.

ადვოკატების აქცია პარლამენტთან
ადვოკატების აქცია პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი