ახალი ამბები

პეტრე ცისკარიშვილი: დიდი ალბათობით პრაიმერი აღარ ჩატარდება (VIDEO)

29 მაისი, 2013 • • 1298
პეტრე ცისკარიშვილი: დიდი ალბათობით პრაიმერი აღარ ჩატარდება (VIDEO)

 

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად, პრაიმერს აღარ ჩაატარებს.

 

“შიდა სტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ მერაბიშვილი რჩება პარტიის გენერალურ მდივნად. საუბარი იყო სხვა საორგანიზაციო საკითხებზე. ძირითადად საუბარი შეეხებოდა გეგმებს საპრეზიდნეტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე, როცა კამპანია დაიწყება, კამპანიასთან დაკავშირებით. განვიხილეთ საოგრანიზაციო საკითხები და ასე შემდეგ”.

 

ცისკარიშვილმა კომენტარი გააკეთა საპრეზიდენტი კანდიდატად ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებითაც: 

 

“როგორც იცით, მერაბიშვილის კანდიდატურა განხილებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მეტიც, ჩვენ ვაპირებდით პრაიმერის ჩატარებას, იმისათვის, რომ შერჩეულიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. მერაბიშვილიც ერთ-ერთი მოანწილე იქნებოდა პრაიმერის. ახლა ეს გეგმები გადაეწყობა და ყველაფერს მოგვაინებით გაიგებთ”, – განაცხადა მან.

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს საქართველოში ძალიან საგანგებო სიტუაცია.

 

“ნორმალური საპარლამენტო მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია,  როდესაც ქვეყანაში იჭერენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ნელ-ნელა საქართველო საერთაშორისო იზოლაციისკენ მიექნება. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც პრემიერს საზღვარგეარეთ რეალურად ხელსაც კი არ ართმავენ. ჩვენ ნელ-ნელა ეს საერთაშორიო იზოლაცია რუსეთის ამარა გვტოვებს და ეს ხდება იმის ფონზე, რომ რუსეთი გვიტევს. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გადმოწია საოკუპაციო ხაზი, ამაზე პრემიერის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. რამდენიმე დღეა ვითხოვთ პასუხს პრემიერისაგან და ის უბრალოდ იმალება”, – აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი