როგორც უსუფაშვილმა დღეს, 29 მაისს ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან–კლოდ მინიონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ ადამიანებმა უნდა დაასახელონ, თუ არა ვანო მერაბიშვილმა, მაშინ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
“რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ ეს არის დევნა და ასე შემდეგ, მე საპასუხო კითხვა მაქვს მათ მიმართ: თუ მათ იციან, რომ 26 მაისის მოვლენებში ვანო მერაბიშვილს არ მიუძღვის წვლილი, მაშინ გვითხრან, ვის მიუძღვის წვლილი? თუ ამბობენ, რომ ამ საკითხში ბატონი ვანო უდანაშაულოა და მე არ ვიცი, ის დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ მას არ მიუძღვის წვლილი, მაშინ გვითხრან: ვინ ჩაიდინა 26 მაისს ის დანაშაული, რომელიც ყველამ ვნახეთ. გვითხრან და ამით მოგვარდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების საკითი მინიონთან შეხვედრაზეც განიხილა.
“შეუძლებელია კითხვები არ დაიბადოს… ახლა რომ გავიგოთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ყოფილი მინისტრი, პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი, ან პარლამენტის თავამჯდომარეა დაკავებული, რა თქმა უნდა, იბადება კითხვები. ამ კითხვებზე პასუხებს უნდა მოუსმინოს ყველამ. ამიტომ მოივითხოვეთ, რომ ამ პროცესებზე მეტი ნეიტრალური დამკვირვებელი იყოს. მე ვთხოვე ბატონ მინიონს, ნუ დაუჯერებთ ნურც ხელისუფლებას და ნურც წინა ხელისუფლებას, გამოგზავნეთ მეტი მონიტორები, მეტი დამკვირვებლები, მეტი ჰამერბერგები, რომლებიც შეისწავლიან საქმეებს”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს მომიტინგეების დაშლას.