ახალი ამბები

“თბილისში ზებრაზე მანქანა ყოველთვის არ გაჩერდება” – UK-ის რჩევები უელსელ ქომაგებს

27 სექტემბერი, 2017 • 7034
“თბილისში ზებრაზე მანქანა ყოველთვის არ გაჩერდება” – UK-ის რჩევები უელსელ ქომაგებს

6 ოქტომბერს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ტარდება და მოსალოდნელია, რომ თბილისს არაერთი უელსელი ქომაგი ეწვევა, რადგან ამ ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსი აქვს და საქართველოში გამარჯვება ესაჭიროება.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო უელსელი ქომაგებისათვის თბილისში მოგზაურობის წინ რჩევებს აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელშიც თბილისისთვის პრობლემურ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული:

  • თუ ტაქსს მრიცხველი არ აქვს, მძღოლს თანხაზე ჩაჯდომამდე მოელაპარაკეთ. აეროპორტიდან თბილისი ცენტრამდე ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 30 ლარი ღირს.
  • თბილისის ქუჩებში ტაქსის გაჩერება ადვილია, თუმცა ამის გაკეთებისაგან თავი უნდა შეიკავოთ ღამით, განსაკუთრებით, თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის ინციდენტებს ჰქონია ადგილი.
  • შშმ მოგზაურებისათვის თბილისში გადაადგილება შესაძლოა რთული იყოს. ქვაფენილები ხშირად უსწორმასწოროა.
  • კრიმინალის დონე თბილისში ძირითადად დაბალია, თუმცა ქალაქცის ცენტრში ყაჩაღობები დროდადრო ხდება სიბნელეში. არსებობს გარკვეული ინფორმაცია სექსუალურ თავდასხემებზე ტაქსის მძღოლების მხრიდან.
  • გზის გადაკვეთისას ყოველთვის ფხიზლად იყავით, წითელი შუქნიშანი და ზებრა- გადასასვლელი არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი აუცილებლად გაჩერდება. გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც შესაძლებელია.
  • თუ სხედხართ ტრანსპორტში, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს, მძღოლს შენელების ინსტრუქცია უნდა მისცეთ.
  • პატივი ეცით ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაუფიქრდით თქვენს ქცევებს და იმას, თუ როგორ შეიძლება ის ინტერპრეტირებული იყოს სხვა კულტურის ან რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების მხრიდან.
  • ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს. შესაბამისად, უნდა შეხვიდიეთ კაფე/ბარებში და რაიმე შეიძინოთ იმისათვის, რომ დაწესებულებით ისარგებლოთ. არ მოშარდოთ ქუჩაში, ეს შეურაცხყოფაა.

საქართველო და უელსი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 6-გუნდიან ჯგუფში თამაშობენ. 8 თამაშის შემდეგ უელსი მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო – მე-5-ზე.

უელსელი ქომაგები © EPA/IAN LANGSDON

უელსელი ქომაგები © EPA/IAN LANGSDON

მასალების გადაბეჭდვის წესი