ახალი ამბები

მინიონი: ექს–მაღალჩინოსნების დაკავებების სერიით შეშფოთებულები ვართ

29 მაისი, 2013 •
მინიონი: ექს–მაღალჩინოსნების დაკავებების სერიით შეშფოთებულები ვართ

“პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აინტერესებს და რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას ეხება. როგორც ეს ქალბატონმა ეშტონმა და ბატონმა ფულემ განაცხადეს, ევროსაბჭოს სახელით მეც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენც შეშფოთებულები ვართ, აი, ამ დაკავებების სერიით, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ თუკი ამ ადამიანებს მართლაც დაუმტკიცდებათ და მართლაც აქვთ წაყენებული ბრალდებები, მე მსურს, რომ ეს პროცესი სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ჩვენ ვართ ძალიან შეწუხებულები და შეშფოთებულები, იმ დაკავებების სერიით, რომლებიც ხდება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ… განსაკუთრებთ იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მე მინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს და არ მსურს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები გაჩნდეს”, – განაცხადა მინიონმა.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მან უსუფაშვილთან ერთად ვილნიუსის სამიტის შესახებაც ისაუბრა. გარდა ამისა, მინიონის თქმით, იგი მიესალმება იმ დიალოგს, რომელიც [საქართველოს ხელისუფლებამ] რუსეთთან დაიწყო. 

 

მინიონი, რომელიც საქართველოს გუშინ, 28 მაისს ეწვია 2–დღიანი ვიზიტით, დღეს პრემიერ–მინისტრსაც შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი