საქართველოსა და რუსეთის საზღვართან, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქების შედეგად საქართველოს ერთი მესაზღვრე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რ2 ავრცელებს. ინფორმაციას ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებენ შსს-შიც, სადაც ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.

რ2-ის ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა ლაგოდეხის სასაზღვრო სამმართველოში მოხვდა, რომელიც დაღესტნის მონაკვეთს აკონტროლებს. რ2 იქ მომუშავე მესაზღვრეზე დაყრდნობით ამბობს, რომ აფეთქება მთიან ადგილას, კარავში მოხდა. შსს-ში ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია ჯერ ვერ დაუდასტურეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის 4-კილოგრამიანი ბალონი, რომელიც სავარაუდოდ შეშის ფეჩის გვერდით იდგა და გადახურდა.

გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *