საზოგადოება

რუსეთმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილით შემოსვლის უფლება მისცა

18 მაისი, 2022 • 4617
რუსეთმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილით შემოსვლის უფლება მისცა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ავტომობილით საქართველოში მოგზაურობის შესახებ, უქმდება.

ინფორმაციას რუსული Ria Novosti ავრცელებს.

ამავე ბრძანების თანახმად, მსგავსი შეზღუდვები მოიხსნა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკისთვისაც, რომელთაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

ცვლილებები შევიდა 2020 წლის 27 მარტის ბრძანებაში, რომელიც თანახმადაც, პანდემიის გამო, წესდებოდა დროებითი შეზღუდვები საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, სამდინარო და/ან შერეული სასაზღვრო პუნქტების გავლით რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

რუსეთმა მსგავსი შეზღუდვები უკვე გაუუქმა ჩინეთის, მონღოლეთის, ყაზახეთისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში.

ეხოკავკაზას მიხედვით, აქამდე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა საავტომობილო გზით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ, მათ შორის იმ დროს, როდესაც მათ საქართველოში ბინადრობის უფლება ან სამსახური ჰქონდათ, ან ჰყავდათ ახლო ნათესავი. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან საჰაერო გზით, სომხეთის ან თურქეთის გავლით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და პუტინის რეჟიმის რეპრესიების თავიდან ასარიდებლად მიემგზავრებიან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 45 068 მოქალაქე შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი