ახალი ამბები

საქართველოში სომხურ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ | სომხეთის საელჩო

25 იანვარი, 2021 • 1630
საქართველოში სომხურ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ | სომხეთის საელჩო

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებით, “უცნობმა პირებმა ქვების სროლით დააზიანეს სომხური სატვირთო ავტომობილები და მიიმალნენ”.

“შემთხვევის შემდეგ სატვირთო ავტომობილები საპატრულო პოლიციამ მიაცილა საქართველო-სომხეთის საზღვარზე. სომხეთის საელჩო ინარჩუნებს მუდმივ კონტაქტს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან და აქტიურად მუშაობს, რათა კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეების პასუხისგება, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს”, – ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა თბილისის მიმდებარედ, სოფელ ფონიჭალაში მოხდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდარზე მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.


საქართველოზე გადის სომხური სატვირთო დერეფნები, რომლებიც ქვეყანას აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს საპორტო ქალაქებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი