ახალი ამბები

თამარ კორძაია პარლამენტის ადგილმდებარეობაზე

28 მაისი, 2013 • • 942
თამარ კორძაია პარლამენტის ადგილმდებარეობაზე

დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

“მე ვთვლი რომ პარლამენტი უნდა იყოს ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები მოვლენ უფრო იოლად პარლამენტში და პარლამენტი იქნება ხმაურიანი ადგილი, მხედველობაში მაქვს, რომ სიცოცხლე იქნება ამ პარლამენტში. სამწუხაროდ, მე როგორც პარლამენტის ახალი წევრი, ვხედავ ერთ რამეს, რომ აქ მოქალაქეები ვერ აღწევენ, ვერ მოდიან. ანუ პარლამენტი ჩანს, რომ არ არის თავისი ქვეყნის მოქალაქეებთან ახლოს და ეს ყველაზე ცუდია, რაც  შეიძლება საერთოდ საპარლამენტო ცხოვრებაში ხდებოდეს.”

კითხვაზე, ამიტომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს, დეპუტატი პასუხობს:

“მე ვთვლი, რომ არა მხოლოდ ამიტომ. მეორე ის არის, რომ პარლამენტს ინტენსიური მუშაობა უწევს საქართველოს მთავრობასთან და ის ყოველდღიურ შეხებაშია თითქმის საქართველოს მთავრობასთან და შეუძლებელია ამ რეჟიმში… და რაც მთავარია ძალიან არაეკონომიურია ეს პროექტი. საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გვიწევს აქ ცხოვრება, ვისაც საკუთრებაში ბინა არ გვაქვს ქირის გადახდა და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ხარჯი ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მიერ გასაღები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი