ახალი ამბები

პაციენტები ინტერვენციული მედიცინის ცენტრის წინააღმდეგ

27 მაისი, 2013 • • 2493
პაციენტები ინტერვენციული მედიცინის ცენტრის წინააღმდეგ

ისინი ამბობენ, რომ ამჟამად 13 დიალეზი აქვთ და კიდევ ერთი დიალეზის დამატებას ითხოვენ. ამავდროულად მოითხოვენ სანიტარული პირობების გაუმჯობესებას, მედიკამენტებზე შეღავათებს და პენსიაზე დანამატს. როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლალი მანაგაძე ამბობს, მას ექიმებთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და პრეტენზია აქვს მთავრობასთან.

 

 

“ექიმებთან და თანამშრომლებთან არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, რადგან თუ სამინისტრომ არ მისცათ იმის უფლება, რომ რაც ჩვენ გვჭირდება მოგვცენ, ექიმებმა რა უნდა ქნან?! ყურადღებას მთავრობიდან არ გვაქცევენ…”, – ამბობს იგი.

 

“ის პირობები, რომლებიც ამჟამად თბილისსა და ბათუმში არის, ქუთაისში არ არის. სანიტარული ნორმები არ არის დაცული. როდესაც პალატაში შევდივართ სხვის მიერ უკვე გამოყენებულ მილებს გვაძლევენ. დამლაგებლები მუშაობენ და გამოცვლას ვერ არ ასწრებენ, თუ რამე სხვა პრობლემაა, არ ვიცი. აპარატები ხშირად ფუჭდება, ერთი ინჟინერია და ის აკეთებს სულ, რომელიც ხან თბილისში დადის, ხან ბათუმში, ხან ზუგდიდში და ხანაც რუსთავში. სანიტარული პირობების არ არსებობის გამო მე C ჰეპატიტი გადამედო. თბილისიდან, რომ ჩამოვედი არაფერი მჭირდა, აქ დამაწვინეს და შემდეგ აღმომაჩნდა C ჰეპატიტი”, – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამირან ვაშაკიძე. 

 

აღნიშნული ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე პაციენტების პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი თქმით, საავადმყოფოს გავლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და არანაირი პრობლემა არ არსებობს. ორჯონიკიძის მტკიცებით, საავადმყოფოში ყველაფერი წესრიგშია და არავითარ ანტისანიტარიას ადგილი არ აქვს. რაც შეეხება დიალეზის დამატების საკითხს, მისი თქმით, ამას სამინისტრო წყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი