Facebook მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს მექსიკის წითელ ჯვარში გადარიცხავს. მექსიკის წითელი ჯვარი საერთაშორისო წითელ ჯვარში შემავალი ორგანიზაციაა.
“ვფიქრობ მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულ ყველა ადამიანზე. facebook 1 მილიონი დოლარით დაეხმარება მექსიკის წითელ ჯვარს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ UNICEF-თან. მადლობას ვუხდი ყველას, რომლებიც ამ ადამიანებს ეხმარებიან,”-წერს facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.
მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 19 სექტემბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის შედეგად, როგორც მექსიკის დედაქალაქში, ისე ქვეყნის რამდენიმე შტატში, ათეულობით შენობა, გზები და ესტაკადები დაინგრა.