ახალი ამბები

კბილაშვილი: შესაძლებელია დათა ახალაია პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს

25 მაისი, 2013 •
კბილაშვილი: შესაძლებელია დათა ახალაია პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს

ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც “ფეისბუქით” გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც დათა ახალაია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს, რადგან ბაჩო ახალიას სახით კონკურენტს ხედავდა, არჩილ კბილაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: 

 

“დათა ახალაია ბრალდებულია ერთ საქმეზე.  მასზე ძებნაა გამოცხადებული. ვინაიდან იგი არ იმყოფება საქართველოში სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. რაც შეეხება განცხადებას, პირველ რიგში ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დათა ახალაიას ეკუთვნის. იგი “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა და არსებობს ეჭვები ავტორობასთან მიმართებაში. თუ ეს ადამიანი დაბრუნდება საქართველოში და ჩვენებას მისცემს საგამძიებო ორგანოებს და თუ დადგინდება, რომ ჩვენებები რეალურ ფაქტებს ეფუძნება, შესაძლებელია ახალაიას სტატუსი გადაიხედოს და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს”– განაცხადა მთავარმა პროკურორმა. 

 

შეგხსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ხელმძღვანელს დათა ახალაიას და ასევე შსს ყოფილ მაღალჩინოსანს გერონტი ალანიას ბრალი დაუსწრებლად  წარედგინათ.  ახალაიას და  ალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333– ე მუხლის მესამე ნაწილით (უფლებამოსილების გადამეტება)  და 143–ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)  წარედგინათ. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი