აბაშიძის განცხადებით, დღეს არავინ არ აკონტროლებს სასამართლოს და ამ ინსტიტუტმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო:

“არავინ არ აკონტროლებს დღეს სასამრთლოს, არავინ არ აიძულებს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. თავად სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ–ერთ მხარეს არ მოეწონება. ეს ბუნებრივად ასეა. საზოგადოება საკმაოდ სერიოზულად იყო განწყობილი ამ საკითხისადმი. საზოგადოება ელოდებოდა რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული იქნებოდა აღმკვეთი ღონისძიება. სახელმწიფო საზოგადოების დაკვეტთ არ მოქმედებს. მოქმედებს სახელნწიფო ინტერესებიდან და კანონიდან გამომდინარე.”
ზურაბ აბაშიძის გაცახდებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არის კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება: “მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ რაღაცეებს გავიგებთ. მერაბიშვილის დაკავება არავის რა უჩქარია. პროკურატურამ დადო საქმე გამოძიებული. იმოქმედა კანონით და მიმართა სასამართლოს.”
აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზირებას, ყველა უნდა მოერიდოს:”სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუფარდა აღმკვეთი ღონიძიება. შემდგომში გაამტყუნებს თუ გაამართლებს მერაბიშვილს ამას დრო გვიჩვენებს. ეს იმაზეა დამოკიდებული გამოძიება კიდევ რა ფაქტებს შეიტანს.”
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის ზურაბ აბაშიზის განცახდებით, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში უამრავი ადამინი დაზარალდა და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.






