მისი თქმით, თუ არსებობს ეჭვი, რომ მოხდა დარღვევები, საქმის გამოძიება უნდა მოხდეს: “არასოდეს არ გვითქვამს რომ გამოძიება არ უნდა იყოს. თავად გამოძიების ფაქტი, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ არ ნიშნავს ამის პოლიტიკურობას. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სანამ გამოძიება მიდის, სანამ გამოძიება სასამართლოში წაიღებს საქმეს, სანამ სასამართლო იხილავს, შეიძლება ეს სასამაღთლო განხილვა ერთი წელი გაგრძელდეს ან სამი თვე გაგრძელდეს, გააჩნია რა საქმეა. მანამ სანამ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო.”

გიგი უგულავას განცხადებით, დღეს ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია:”აბსოლიტურად დაუსაბუთებლად მოხდა წინასწარი პატიმრობის შეფარდება. იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც პროკურატურა რასაც აბრალებს, არის წმინდა წყლის საარჩევნო დანაშაული, რომელიც უნდა დაამტკიცოს გამოძიებას და შემდეგ სასამართლომ.”
უგულავას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი კონკურენტი იყო: “ვანო მერაბიშვილი იყო პირდაპირი კონკურენტი ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ რომ ორივე იყვნენ პრემიერმინისტრობის კანდიდატები. წინასწარი პატიმრობით ხდება უთანაბრო მდგომარეობაში ჩაყენება მხარის, სწორედ ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი.”