ახალი ამბები

პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად დაამტკიცა

20 სექტემბერი, 2017 • 2818
პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად დაამტკიცა

დღეს, 20 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 80 ხმით დაამტკიცა.

დამტკიცებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორისთვის წარდგენილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს ისეთი თვისებები, როგორიც არის მაღალი კვალიფიკაცია, ასევე, მიუკერძოებლობა, პატიოსნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს თვისება ახასიათებს ბატონ ირაკლის. აქედან გამომდინარე, მინდა ძალიან თამამად წარმოგიდგინოთ გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას. გენერალური აუდიტორი 5 წლის ვადით დამტკიცდა. მექვაბიშვილის ხედვებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი