კონტრაქციის მონაწილეებს რამდენიმე სასულიერო პირიც შეუერთდა.
პარალელურად დედაენის ბაღში შეიკრიბნენ აქციის – “არა თეოკრატიას” – მონაწილეები, რომლებსაც კონტრმომიტინგეები სტვენით და შეძახილებით ხვდებოდნენ: “ჰომოსექსალები ამერიკის ჯარში,” “წადით საქართველოდან”, “იანკებო წადით სახლში.”
მიუხედავად იმისა, რომ დედაენის ბაღში მიმდინარე აქციის ლოზუნგია “არა თეოკრატიას”, “ეროვნული ფრონტის” აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ლგბტ თემის აქციაა და ამ აქციის ორგანიზატორად უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ასახელებენ.
ამ დროისთვის კონტრმომიტინგეები ისევ მშრალ ხიდთან იმყოფებიან. დედაენის ბაღში მობილიზებული პოლიცია.