კონტრაქციის მონაწილეებს რამდენიმე სასულიერო პირიც შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედაენის ბაღში მიმდინარე აქციის ლოზუნგია “არა თეოკრატიას”, “ეროვნული ფრონტის” აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ლგბტ თემის აქციაა და ამ აქციის ორგანიზატორად უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ასახელებენ.
ამ დროისთვის კონტრმომიტინგეები ისევ მშრალ ხიდთან იმყოფებიან. დედაენის ბაღში მობილიზებული პოლიცია.
