ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი

“საჩივარი შევიტანეთ. არ დავეთანხმეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება და ქუთაისისი სააპელაციო სასამართლო პატიმრობიდან გაათავისუფლებს ვანო მერაბიშვილს,” – განაცხადა გიორგი გელხაურმა. 

 
ადვოკატი საქალაქო სასამართლოს 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

 

სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *