ახალი ამბები

ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

19 სექტემბერი, 2017 • 1530
ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში  უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 22 მილიონს შეადგენს, იმპორიტრებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში  ქართული ღვინო პირველად  გაიყიდება.

სამინისტროს ცნობით, CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს.

CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს დაარსდა. მაღაზიათა ქსელი დაფუძნებულია შვეიცარიელი  კლაუდია  მასუეგერის მიერ. მასეგუერების  ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს.

სოფლის მეუნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი